ტენდერები

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის N725 განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ქვემოთ მოცემულია დაჯგუფებული სოფლების ჩამონათვალი, რომელთა შესაბამისად გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, კერძოდ:

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლესა, ზემო ჩიბათი და ქვემო ჩიბათი;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი: ქვემო აკეთი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ამაღლება და სამება;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები: დავითიანი, შეერთება, ქვემო გურგენიანი, ზემო გურგენიანი, ხიზაბავრა და ზემო ხიზა;
  • სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლები: გეჯეთი და ნოქალაქევი;
  • სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლები: ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები: მამხუტი, ხატავეთი, ქვემო არქევანი, ზემო არქევანი და გეტა;
  • გორი მუნიციპალიტეტის სოფლები: თერგვისი და ხიდისთავი;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი: ჩიხორი;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ქვედა მესხეთი და ზედა მესხეთი;
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები: ჭოეთი და თავწყარო;
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები: საბათლო, ფიროსმანი და სამთაწყარო;
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები: არხილოსკალო და ქვემო ქედი;
  • დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტის სოფელი: ზემო ქედი;
  • დუშეთი მუნიციპალიტეტის სოფლები: ჩიტაურები, ჭალისოფელი და ზენუბანი.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, მიმდინარე წლის 18  მაისის ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკურ პროექტს გადმოგიგზავნით თქვენს ელექტრონულ ფოსტზე.

ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:

 

  1. https://drive.google.com/drive/folders/15hF-_n24WN9JLFia3VQbn09XsQDqve8L
  2. https://drive.google.com/drive/folders/1Itl5zjc5EKGEoPrTabsRUnfI3f9KQHN7
  3. https://drive.google.com/drive/folders/1oUedeaiI3_KwkdlcAM60RMT0SvboO7m6
  4. https://drive.google.com/drive/folders/11khiZlJWqDZrgndhVsDDV6fzyn7NCc3j

დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

საკონტაქტო პირები: იური ბურდული, მაცაცო ალიბეგაშვილი.

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა: m.alibegashvili@ggtc.ge;

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

https://drive.google.com/drive/folders/15hF-_n24WN9JLFia3VQbn09XsQDqve8L