Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში.  მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს „ბორჩალოს“ (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს „ჩირინა 3“-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს  აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.