Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთ ლიცენზიანტს საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებას უწევს 2000 კმ-დე მაგისტრალურ გაზსადენს, რომლის ნაწილი განლაგებულია რთულ რელიეფურ ზონაში (მთაგორიან, ტყიან მასივებში) რაც რიგ შემთხვევებში ართულებს გაზსადენის ექსპლოატაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 111,0-169,0 კმ-ებს შორის საექსპლუატაციო დერეფანში არსებული ტყის მასივის გასაკაფად, კომპანიას წარმოექმნა მოთხოვნა შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

მომსახურების შესყიდვის  ღირებულებისა და შესრულების ვადების (შევსებული დანართი #2)   წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობით არაუგვიანეს 2016  წლის 4 ნოემბრის 16:00 სთ-სა შემდეგ მისამართზე:  ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ტყეკაფის ტერიტორიების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და დათვალიერების მიზნით კომპანიის მიერ იგეგმება საიტებზე ვიზიტები დაინტერესებული პირების წარმომადგენლებთან ერთად:

ოთხშაბათი, 2 ნოემბერი, გასვლა ქ. ხაშურის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 10 საათზე.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელ. ნომერი: 224 40 40 (511).

 

დანართი #1 – teqnikuri-davalebadanartebi.

დანართი #2  – xarjtagricxva

საკონტაქტო პირი: ვალერიან შარიქაძე

ტელ: +995 32 224 40 40 (511)

ელ.ფოსტა: v.sharikadze@ggtc.ge

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.