Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 25 ნოემბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება მცხეთის რაიონში სოფელ წეროვანის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება ქარელის რაიონში, სოფელ დირბის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებითაც. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე.
ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მცირედი სუნი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.