Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში ავტომატური ოდორიზაციის კვანძი დამონტაჟდა და  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტესტირების სამუშაოები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.