Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 5 ერთეული სოფლის გაზიფიცირები სამუშაოების შესყიდვის პროცედურის განხორციელების მიზნით, ატარებს ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევის პროცედურაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 12 დეკემბრის 15:00 სთ-მდე, მოგვაწოდოთ  სამუშაოების შესრულების სავარაუდო ფასი და განხორციელების ვადა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:

  1. ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ შემოთავაზება უნდა გააკეთოს ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადაების შესახებ კონკრეტული პროექტების შესაბამისად;
  2. მშენებლობის მსვლელობის პერიოდში შუალედური ანგარიშსწორება არ განიხილება;
  3. შესაძლებელია წინასწარი ანგარისშწორება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის ოდენობით;
  4. სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განცხადებას თან ერთვის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების სრული ნუსხა (ხარჯთაღრიცხვა). პროექტები შეგიძლიათ იხილოთ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.ggtc.ge

დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის მოგვამართეთ  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მისამართზე:

კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

საკონტაქტო პირები: გიგლა თამაზაშვილი, ვალერიან შარიქაძე

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა:  g.tamazashvili@gogc.ge; v.sharikadze@ggtc.ge.

 

5 ერთეული სოფლის გაზიფიცირების სრული საპროექტო დოკუმენტციისა და ხარჯთაღრიცხვის სანახავად იხილეთ შემდეგი დანართები: 2016-12-1-tivi;     2016-12-1-almati;    

2016-12-1-argoxi;                     2016-12-1-fichxovani;               2016-12-1-magraani.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.