Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაცნობებთ, რომ  „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულის გამო, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დილის 06:00-დან 08:00საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეუწყდეთ ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს (ქ. ზესტაფონი, დაბა შორაპანი, სოფლები: ქვედა და ზედა საქარა,  დილიკაური, კვალიათი, ცხრა წყარო, არგვეთა, კლდეთი, ტაბიკინი და თვრინი). შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.