Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის თბოტევადობა არ უნდა იყოს 7600 კკალ/მ3-ზე ნაკლები, ხოლო ყოველდღიურად საქართველოში შემოსული და განაწილებული ბუნებრივი გაზი არის 8 ათას კკალ/მ3-ზე მეტი.
ამასთან, ავღნიშნავთ რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის მიზნით, ფლობს სერთიფიცირებულ და აკრედიტირებულ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექსკლუზიურად ახორციელებს ბუნებრივი გაზის სრულ ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს, რომლის შედეგები ყოველდღიურად შედის კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ასევე ავტომატურად აისახება კომპანიის ვებ-გვერდზე.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ხარისხის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, არ ასახავს სიმართლეს.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.