Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 13 იანვარს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ფოთის, ზუგდიდისა და აბაშის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სენაკის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებებითაც. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.