Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 1 თებერვალს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე,  გაზგამანაწილებელ სადგურ „ნორიო 2“-ის (სააკაძის) მიმართულებით. ოდორანტის გადაზიდვა ასევე მოხდება სოფელ სააკაძის მიმდებარე ტერიტორიაზეც, გაზგამანაწილებელ სადგურ „ჩირინა 3“-ის მიმართულებით. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.