Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. აღნიშნული პროექტების შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისა და სავარაუდო შესრულების ვადების დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 14 თებერვლის 15:00 სთ-მდე, მოგვაწოდოთ ყოველ კონკრეტულ პროექტზე შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი გთხოვთ იხილოთ დანართებში.

დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

საკონტაქტო პირები: იური ბურდული, ქეთევან შუბითიძე, ვალერიან შარიქაძე

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა: i.burduli@ggtc.ge;  k.shubitidze@ggtc.ge; v.sharikadze@ggtc.ge.

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი: პროექტები

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.