Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ გაზგამანაწილებელ სადგურ – „გლდანი 2“-ში მიმდინარე წლის 7 თებერვალს დილის 10:00 საათიდან განხორციელდება ოდორიზაციის ახლადდამონტაჟებული ავტომატიზირებული კვანძის სატესტო რეჟიმში ჩართვა. მუშაობის პროცესს დააკვირდებიან დანადგარის მწარმოებელი კომპანიის, ასევე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები. სამუშაო პროცესი დაახლოებით 24 საათს გაგრძელდება.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.