Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 22 თებერვალს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ახალციხისა და ასპინძის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.

ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 თებერვალს დიდთოვლობის გამო ვერ მოხერხდა ოდორანტის გადაზიდვა ზესტაფონისა და ჭიათურის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებებით ნივთიერების ტრანსპორტირება მიმდინარე წლის 21 თებერვალს განხორციელდება.

აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.