Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, ქვემო ნატანების და ზემო ნატანების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.
ამ ეტაპზე დაწყებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები. გაზსადენის საპროექტო სიგრძე 32 855 გრძივი მეტრია.
განხორცილებული სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ოქტომბერში.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.