Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „ბიზნეს კონტაქტში“ გასულ სიუჟეტს შპს „ჯეოტრანსგაზისთვის“ ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ არ ახორციელებს ბუნებრივი აირის განაწილებას, არამედ, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, კომპანია უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე. ამასთან, შპს „ჯეოტრანსგაზთან“ მომსახურების გაწევის თაობაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საჭიროა ბუნებრივი აირის მოცულობა შედარდეს მიმწოდებელთან – შპს „გაზპრომ ექსპორტთან“. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჟამად მიმწოდებელთან სწორედ აღნიშნული შედარების პროცედურას გადის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.