Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
ყარადაღ-თბილისის 496-ე კილომეტრზე არსებულ სოფელ გამარჯვების განშტოებაზე ჩამკეტი ონკანის საავარიო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც მიმდინარე წლის 23 მაისს 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ სოფელ გამარჯვებიდან ხაშურამდე არსებულ ავტოგაზგასამართ სადგურებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მომხმარებლებს აღნიშნული შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.