Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
მიმდინარე წლის 10 ივლისიდან დაიწყო „ყაზახ-საგურამოს“ სატრანზიტო DN-1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს მწყობრიდან გამოსული N303-ე და N304-ე საონკანო კვანძების ახლით შეცვლას, სავარაუდო გამჭოლი კოროზიული ხვრელებისა და საიზოლაციო საფარის აღდგენას, ასევე ბაქო-თბილისის სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სრულად შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რაც შეთანხმებულია როგორც სომხეთის რესპუბლიკასთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ერთი-ორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგი.

 

FullSizeRender

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.