Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 13 იანვარს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ხაშურის მუნიციპალიტეტში, გაზგამანაწილებელ სადგურ „ჩოჩანას“, ასევე აჭარის გამზომი კვანძის მიმართულებებით.  ოდორანტის ტრანსპორტირება მოხდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, გაზგამანაწილებელ სადგურ „საჩხერე“-ს მომართულებითაც. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.