Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, ასევე ადგილობრივი მთავრობისა და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება სპეციალური ჩირაღდნის ანთებით აღნიშნეს.
გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: იდლეთში, წინარეხში, ლავრისხევსა და გომისჯვარში ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა 852 ადგილობრივ ოჯახს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 30 ათას 634 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.
შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ ქვეყნის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის #303-ე განკარგულების საფუძველზე განახორციელა.
შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.