Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აგრძელებს გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე ავტომატური ოდორიზაციის კვანძები გაჩიანისა და გლდანის გაზგამანაწილებელ სადგურებში  დამონტაჟდა, რომლებიც მიმდინარე წლის 30 მაისს დილის 11:00 საათიდან ტესტირების რეჟიმში ჩაირთვება.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი. აღსანიშნავია, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი გაზისთვის სპეციფიური სუნის მისაცემად, რათა გაჟონვის შემთხვევაში დროულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი.

აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას. ამ დრომდე ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდებოდა.

უახლოეს მომავალში შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით საქართველოს ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური აღიჭურვება.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.