Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  საგურამო-ქუთაისის  DN – 500 მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე, მდინარე ყვირილაზე ახლად აშენებული გადასასვლელის შეჭრით სამუშაოებს ახორციელებს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 20 ივლისს, 04:00 საათიდან – 16:00 საათამდე,  ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება ქ.ვანსა და ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ შემდეგ სოფლებში:  როხი, სალომინაო, ფერეთა, შუაგორა, ზეინდარი, გორა, გომი, ამაღლება, ბზვანი, ციხესულორი, სალხინო, შუამთა, დიხაშხო, სულორი, ზედა ვანი, მთისძირი, მუქედი, ქვედა მუქედი, ზედა მუქედი, ჭყვიში, ტობანიერი, მიქელეფონი, ყუმური, კუშუბოური, ჭაგანჭყვიში, ინაშური, ვარციხე, ქვედა გორა, ისრითი, ქვედა ბზვანი. ამავე პერიოდში, ბუნებრივი გაზით სარგებლობას ვერ შეძლებენ  ქ. ბაღდათსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი შემდეგი სოფლები:  ვარციხე, დიმი, ფერსათი, ეწერი, წითელიხევი, რიკოთი, საიმედო, დიდველა, სარბევი, ნერგეეთი, ობჩა. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სოფელ აჯამეთის მაცხოვრებლებსაც.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.