Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის; დუშეთის მიუნიციპალიტეტის სოფლების მენესოს, სონდას და მჭადიჯვრის; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი დოესის; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდის; სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლის და სოფელი შუა ნოსირის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტები გადმოგზავნილი იქნება თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.

დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://drive.google.com/open?id=0BxTgQklRbPHsYnpIVW5aX25rYmc

საკონტაქტო პირები: იური ბურდული, ნათია ღლონტი.

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა: i.burduli@ggtc.ge; n.glonti@ggtc.ge;

 

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.