Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

  • ვახტანგ თორდია

 

დაბადების თარიღი: 25.01.1953

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი

ოჯახური მდგუმარეობა: ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

ტელ: 595 09 04 00

Email: v.tordia@mail.ru;

 

  • 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.
  • 1975-1982 წლებში იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი.
  • 1981წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სპეციალობა: კონსტიტუციური სამართალი.
  • 1982-1983 წლებში იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის მასწავლებელი.
  • 1983-1985 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროსი კონსულტანტი.
  • 1985-1991 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი და უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივანი.
  • 1991 წელს ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად.
  • 1993 წლის 9 თებერვალს დაეკისრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება.
  • 1993-1995 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსულტაციო კომისიის წევრი.
  • 1999 წლის 8 ივლისს არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე.
  • 2005 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე.
  • 1997-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იმავდროულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრი.
  • 2006წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუქმებასტან დაკავშირებით დაეკისრა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
  • 2009 წლის 1 ოქტომბრამდე ასრულებდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.
  • 2006-2009 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
  • მონაწილეობდა აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქციის 2000 წლის 8 დეკემბრის ცვლილებების მომზადებაში.
  • აფხაზეთის მართლმსაჯულების სპეციალური იურისდიქციის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტები;
  • მონაწილეობდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხებზე მოლაპარაკების პროცესში.
  • 2009-2010 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების წევრი.
  • 2009-2010 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.
  • 2009-2012 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის კონსულტანტი.
  • 2009 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველად.
  • 2000 წლიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიის თავმჯდომარე; არის ქ. კიევის სააპელაციო სასამართლოს ჟურნალის – „სააპელაციო სასამართლო“ – სამეცნიერო საბჭოს წევრი.
  • 2001-2003 წლებში იყო „საქართველოს კონსტიტუციური სამართლის საფუძვლებისა“ და „საქართველოს კონსტიტუციური სამართლის“ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი.
  • გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია.
  • მინიჭებული აქვს მოსამართლის პირველი საკვალიფიკაციო კლასი და იუსტიციის მრჩევლის წოდება.
  • 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენითა და უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით.
  • 2006 წლის 10 ივნისიდან არის საერთაშორისო ასოციაციის – „საქართველოს მეგობართა საზოგადოება“, გენერალური მდივანი.
  • 2009 წელს მსოფლიოიურისტთა ასოციაციების მიერ მართლმსაჯულების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცა საყოველთაო აღიარების სერტიფიკატი.
  • საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 14 ივნისის #745 დადგენილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.
  • 2014 წლის 4 მარტს დაინიშნა ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ ასოცირებულ პროფესორად.
  • 2016 წლის 4 ნოემბერს ქ. კიშინოვში ხელმეორედ აირჩიეს მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების (ესტონეთის, მოლდავეთის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და ყაზახეთის) მოსამართლეთა ასოციაციების სამდივნოს თავმჯდომარედ.
  • 2017 წლის 15 ივნისს აირჩიეს „აფხაზეთისა და აჭარის მედიაციის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.