Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN – 300 მმ -იან მაგისტრალურ გაზსადენზე  სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული გაზსადენის რეაბილიტაციისას 25 – 50 კილომეტრებს შორის  მოხდება კოროზირებული მონაკვეთის შეცვლა, ხოლო მდინარე თელიან ველზე არსებული 100 მმ საჰაერო გადასასვლელი  შეიცვლება ახალი 300 მმ გაზსადენით.

მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს 06:00 საათიდან -20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: ბადიაურს, მზისგულს, დუზაგრამას, იორმუღანლოს, ლამბალოს, ქეშალოს, თულარსა და კაზლარს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.