Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გეგმავს ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების შესყიდვას 30 კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 29 სექტემბრის 16:00 საათამდე, მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება, კერძოდ, დანართი 1 –ითა და დანართი 2 –ით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი სადაზღვევო მომსახურების ღირებულება.

შემოთავაზება მოწოდებული უნდა იქნას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, ან გადმოგზავნილი  ელექტრონულ ფოსტაზე: k.shubitidze@ggtc.ge.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 2 24 40 40 (611).

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.