Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია,  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის N75 განკარგულებით, განახორციელა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯაპანის, ქვიანის, ჭყონაგორას ჩოლაგისა და ნიგოეთის გაზიფიკაციის სამუშაოები.

ამჟამად მიმდინარეობს ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელის მოქმედ მილსადენზე მიერთების სამუშაოები.

შექმნილი ვითარებიდან გამოდინარე, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: ტოლებს, ზემო ტოლებს, ვაზისუბანს, ქორეისუბანს, ბუღნარასა და ზემო ნოღის ნაწილს.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.