Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებულ სამ პარალელურ სამუშაოს ახორციელებს, რომლის დროსაც ,,ვლადიკავკაზთბილისის’’ DN-700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 59.4 კმ, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა (ლუპინგი) განხორციელდება, პარალელურად იმავე მაგისტრალურ გაზსადენზე 70.0 კმ და 73.8 კმ მონაკვეთებზე გაზგამანაწილებელ სადგურების სნოს და ვარდისუბნის განშტოების 2 ონკანი ახლით შეიცვლება.

 აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს 07:00 დან 20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ, ყაზბეგის რაიონის სოფლებს: დაბა სტეფანწმინდა, სოფელი გერგეთი, სოფელი აჩხოტი, სოფელი სნო, სოფელი ახალციხე, სოფელი კარკუჩა, სოფელი ჯუთა, სოფელი არშა, სოფელი ფანშეტი, სოფელი გარბანი, სოფელი სიონი, სოფელი ვარდისუბანი, სოფელი ტყარშეთი, სოფელი გორისციხე, სოფელი ფხელშე, სოფელი ხურთისი, სოფელი ყანობი. ასევე კომპლექსს შპს ,,სასტუმრო ყაზბეგს’’.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.