Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
 

სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სრულად არის აღდგენილი და ამ ეტაპზე გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ყველა სახის შეზღუდვა მოხსნილია. აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ყაზახსაგურამოსსატრანზიტო DN-1000 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ახლით შეიცვალა მწყობრიდან გამოსული N303- და N304- საონკანო კვანძები. ასევე აღდგენილია გამჭოლი კოროზიული ხვრელები და მილსადენის ანტიკოროზიული საფარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქოთბილისის ცენტრალური სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებულ მონაკვეთს.

მსგავსი მასშტაბის სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ერთიორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგი.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ წერილობითი მადლობა მიიღო სამუშაოების ხარისხიანად განხორციელებისა და ვადაზე ადრე დასრულებისათვის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.