Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ გარეშე პირის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც აღნიშნული მილსადენის 83-ე კილომეტრზე აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს: ჩალაუბანს, მელაანს, კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ბუნებრივი გაზის მიწოდება მილსადენის შეკეთების დასრულებისთანავე აღდგება.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.