Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ქალაქ ზუგდიდში, ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გორაბერჟოულსა და გურიანთაში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. 20 ოქტომბერს მოხდება ოდორანტის გადაზიდვა ლანჩხუთისა და სენაკის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებითაც.

აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.