Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას მთავარი ინჟინერი – იური ბურდული შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – რომეო მიქაუტაძე ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ იური ბურდული კომპანიაში 2000 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. ხელმძღვანელობდა ფილიალებს, რომლის საშუალებითაც ახორციელებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თავის საქმიანობას.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.