Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 14  დეკემბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით. ოდორანტის გადაზიდვა ასევე მოხდება გგს „ქუთაისი 2“-ისა და ქობულეთის გამზომი კვანძის მიმართულებითაც.

ასევე, მიმდინარე წლის 14  დეკემბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება  ზესტაფონისა და ვანი-ბაღდათის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.

აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Leave a Reply

Your email address will not be published.