Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მილების  შესყიდვის მიზნით ატარებს ბაზრის კვლევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 29 აგვისტოს მოგვაწოდოთ  თქვენი შემოთავაზება (თანდართული ცხრილის შესაბამისად).

ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადისა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე: v.sharikadze@ggtc.ge. საკონტაქტო ტელ.ნომერი: 224 40 40 (511)

ამასთანავე წარმოდგენილი უნდა იყოს შემოთავაზებული საქონლის ხარისხისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

ფასების ცხრილის სანახავად იხილეთ დანართი

დანართის 1-16 ლოტის ზოგადი ტექნიკური მახასიათებლები :

* გაზსადენის სტანდარტული ფოლადის მილი API 5L PSL2:

* მილის ტიპი – უნაკერო, სწორნაკერიანი ერთი გრძივი ნაკერით ან სპირალური ნაკერით;

*სიგრძე – 10,5-12,0 მეტრი;

* ფოლადის სიმტკიცის კლასი – ცხრილის მიხედვით;

* ნახშირბადის ეკვივალენტი – სტანდარტის მიხედვით;

*ფოლადის მედეგობის პარამეტრი ნაკერის დასკდომის მიხედვით – სტანდარტის

მიხედვით;

* მექანიკური თვისებები:

– დროებითი წინაღობა– სტანდარტის მიხედვით;

– დენადობის ზღვარი– სტანდარტის მიხედვით;

– ფარდობითი წაგრძელება – სტანდარტის მიხედვით;

– დარტყმითი სიბლანტე – სტანდარტის მიხედვით;

* გეომეტრიული ზომების გადახრა – API 5L სტანდარტის მიხედვით;

* გაძლიერებული სამმაგი საიზოლაციო დაფარვა 3PE-A2, 3PP-C2 ან 3PP-C3 (ცხრილის

მიხედვით) EN 21809-1 სტანდარტის შესაბამისად;

* მოწოდებული მილები უნდა ექვემდებარებოდეს ცივად მოხრას და მოხრის შედეგად

ინარჩუნებდეს ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.