Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას. მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს განხორციელდება „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება კმ.ნ.28+00-დან კმ.ნ.98-მდე მონაკვეთზე. რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე შეიცვლება ორი DN-500მმ სახაზო ონკანი, ასევე აღდგება კოროზირებული მონაკვეთები და განხორციელდება მდინარე ჯუმის საჰაერო გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება ახლად აშენებული სექციის შეჭრა.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 30-31 აგვისტოს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.