Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, მაგისტრალური გაზსადენის ტერიტორიაზე, ხეების და მცენარეების გაკაფვისა და გაწმენდის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით აცხადებს ბაზრის კვლევას. გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: v.sharikadze@ggtc.ge თქვენი სავარაუდო ფასი და მომსახურების გაწევის ვადა თანდართული ცხრილის შესაბამისად. მომსახურების გაწევის ტერიტორია და ფართობი მითითებულია თანდართულ ცხრილში. გასასუფთავებელი ტერიტორიების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და დათვალიერების მიზნით კომპანიის მიერ იგეგმება საიტებზე ვიზიტები დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელ. ნომერი: 224 40 40 (511).

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევის პროცედურაში მონაწილეობისათვის.

 

დანართი: ფასების ცხრილი

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.