Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება.

აღნიშნული განკარგულების შესაბამისად,  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების აბასთუმანისა და ხეცერას გაზიფიცირების  სამუშაოების შესყიდვის პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით ატარებს ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 01 სექტემბრის 15:00 სთ-მდე, მოგვაწოდოთ პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასი. სამშენებლო სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადა: აბასთუმანი – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 84 კალენდარული დღე, ხეცერა – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 49 კალენდარული დღე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:

  1. მშენებლობის მსვლელობის პერიოდში შუალედური ანგარიშსწორება არ განიხილება;
  2. შესაძლებელია წინასწარი ანგარისშწორება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის ოდენობით;
  3. სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ატვირთულია დანართის სახით. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვამართეთ  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე:

კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

საკონტაქტო პირები: გიგლა თამაზაშვილი, ქეთევან შუბითიძე, ვალერიან შარიქაძე

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა:  g.tamazashvili@gogc.ge; k.shubitidze@ggtc.ge; v.sharikadze@ggtc.ge.

 

დანართი: აბასთუმანის ხარჯთაღრიცხვა,

ხეცერას ხარჯთაღრიცხვა

 პროექტი: აბასთუმანი,

ხეცერა

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.