Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმანის გაზიფიცირებისთვის საჭირო, მკვებავი გაზსადენის მშენებლობის, შესყიდვის პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, ატარებს ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევის პროცედურაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 8 სექტემბრის 15:00 სთ-მდე, მოგვაწოდოთ პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:

  1. სამშენებლო სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადაახელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღე;
  2. მშენებლობის მსვლელობის პერიოდში შუალედური ანგარიშსწორება არ განიხილება;
  3. შესაძლებელია წინასწარი ანგარისშწორება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის ოდენობით;
  4. სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განცხადებას თან ერთვის შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების სრული ნუსხა (ხარჯთაღრიცხვა), ასევე პროექტი: ხარჯთაღრიცხვა 1ხარკთაღრიცხვა 2აბასთუმანი პროექტი.

დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის მოგვამართეთ  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მისამართზე:

კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

საკონტაქტო პირები: გიგლა თამაზაშვილი, ქეთევან შუბითიძე, ვალერიან შარიქაძე

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა:  g.tamazashvili@gogc.ge; k.shubitidze@ggtc.ge; v.sharikadze@ggtc.ge.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.