Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  DN-1000მმ „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის ჯვრის (კოდის წყარო) ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრა მაგისტრალურ გაზსადენში და ერთი DN-1000მმ ამორტიზებული სახაზო ონკანის შეცვლა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 12 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.