Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება.

აღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად, კომპანიას წარმოექმნა მოთხოვნა პროექტის შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 15 სექტემბრის 15:00 სთ-მდე, მოგვაწოდოთ პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასი. სამშენებლო სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 35 კალენდარული დღე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:

  1. მშენებლობის მსვლელობის პერიოდში შუალედური ანგარიშსწორება არ განიხილება;
  2. შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 50%-ის ოდენობით;
  3. სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო.

საკონტაქტო პირები: გიგლა თამაზაშვილი, ქეთევან შუბითიძე, ვალერიან შარიქაძე

ტელ: +995 32 224 40 40

ფაქსი: +995 32 224 40 48

ელ.ფოსტა:  k.shubitidze@ggtc.ge.

 

დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად იხილეტ შემდეგი ბმულები:  xarjtagricxva-cixisdz

%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98;

%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.