Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება „საგურამო-ქუთაისის“ DN-500 მმ მაგისტრალური გაზსადენის 14.5 კილომეტრზე არსებულ სოფელ მუხრანის გაზგამანაწილებელ სადგურსა და მასზე დაერთებულ მომხმარებელს. აღნიშნული შეზღუდვა შპს „დაბის“ მაგისტრალურ სისტემაზე მიერთებას უკავშირდება. ახალი მომხმარებლის მაგისტრალურ სისტემაში შეჭრის სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება ბუნებრივი გაზის მიწოდება. შექმნილი ვითარების გამო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

იხილეთ ბმული: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/399395-30-seqtembers-sofel-mukhranis-gazgamanatsilebel-sadgurs-da-masze-daerthebul-momkhmarebels-bunebrivi-gazis-mitsodeba-sheutsydeba.html

 

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.