ახალი ამბები

12/05/2019
მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
03/05/2019
​საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიმდინარე წლის 4 მაისს, ყარადაღ-თბილისის DN -800/700 მმ მაგისტრალური გაზსადენის მეორე ხაზის 480-481 კმ ნიშნულებს შორის დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოების დროს მოხდება ჯამში 800 მეტრიანი მონაკვეთის შეცვლა. გაზსადენი ამჟამად ექსპლუატაციაში არ არის მისი კოროზიული მდგომარეობის გამო.
01/05/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
25/04/2019
​საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.