ახალი ამბები

14.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  ,,ყარადაღ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ახორციელებს გადაუდებელ სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოებს, რის გამოც 2018 წლის 15 აგვისტოს 6 საათიდან 18 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ ახალსამგორის, ფოლადაანთკარისა და გამარჯვების  მოსახლეობას
10.08.2018
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აგრძელებს ქვეყნის გაზიფიცირების პროცესს. სამუშაოები მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ( ქვემო მესხეთი, ზემო მესხეთი) რომლის დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა 750 აბონენტს.  
10.08.2018
საგურამო-ქუთაისის“ DN500 მმ მ/გ-ის 205 კმ -ზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე უსაფრთხოებისა და მეტი საიმედოობის მიზნით კომპანიის მიერ განხორციელდა აღნიშნულ მაგისტრალზე საჰაერო გადასასვლელის დაგრძელება და დამატებითი ონკანის მონტაჟი  
07.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების(მამხუტი, ხატავეთი, ქვემო არქვანი, ზემო არქვანი, გეტა) გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. ჯამში აიგება 52 190 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელიც 1199 აბონენტს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად...