ოდორანტის ტრანსპორტირება დასავლეთის მიმართულებით

26/06/2019
გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, მიერ მიმდინარე წლის 27 ივნისს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ხონის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი იანეთი), სინოჰიდროს (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოჩხამური), სენაკის სამხედრო ბაზის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სოფელი) გაზგამანაწილებელი სადგურებისა და აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი) გაზგამზაომი კვანძის მიმართულებით.  
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.