ოდორანტის ტრანსპორტირება დასავლეთის მიმართულებით

27/04/2020
 გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, მიერ მიმდინარე წლის 27 აპრილს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლაითური), და გოგოლესუბნის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი შუა ამაღლება) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.  
 აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.