ოდორანტის ტრანსპორტირება დასავლეთის მიმართულებით

10/05/2020
გაცნობებთ, რომ  შპს „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“, მიერ მიმდინარე წლის 11 მაისს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ვანის მუნიციპალიტეტში, ვანის, სვირისა და (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეორე სვირი), ხვანის (საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხვანი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.  
 აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.