ოდორანტის ტრანსპორტირება დედოფლისწყაროში

26/06/2019
გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, მიმდინარე წლის 28 ივნისს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება დედოფლისწყაროს გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.