ოდორანტის ტრანსპორტირება ზუგდიდისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში

04/05/2020
გაცნობებთ, რომ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, მიმდინარე წლის 5 მაისს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის მუნიციპალიტეტში, (სოფელი იანეთი), ხონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სოფელი ცაიში), ზუგდიდის გაზგამანაწილებელი  სადგურების მიმართულებით.
 აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.