ოდორანტის ტრანსპორტირება თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში

27/03/2019
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 27 მარტს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება თბილისში, გლდანის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. ოდორანტის გადაზიდვა მოხდება გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც, გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა, დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.