ოდორანტის ტრანსპორტირება კახეთის რეგიონში

30/04/2020
გაცნობებთ, რომ,  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“  მიერ, მიმდინარე წლის 1 მაისს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება კახეთის რეგიონში, ყვარლისა და ჭაბუკიანის  გაზგამანაწილებელი  სადგურების მიმართულებით.
 აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.