ოდორანტის ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში

16/03/2017
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 17 მარტს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქუბრიანთკარისა და დაბა ფასანაურის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით. ნივთიერების გადაზიდვა მოხდება  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაშიც, ყაზბეგის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებითაც. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.